რეზონანსი
23.01.2024

„ლელოს" წევრებმა ახალგაზრდებს ბოდიში უნდა მოუხადოთ, რომ საარჩევნო დაპირებად იყენებენ იმ პროექტს, რომელიც უკვე განხორციელებულია , - ამის შესახებ საკრებულოს წევრმა მარიამ ზაქარიაშვილმა განაცხადა, რითაც სტაჟირების ანაზღაურებასთან დაკავშირებით ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა თბილისისათვის" გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ზაქარიაშვილმა საკრებულოს სხდომაზე კოლეგებს და პარტიის „ლელო საქართველოსთვის" ლიდერს მოუწოდა, აღარ შეიყვანონ მოსახლეობა შეცდომაში და არ გასცენ ცრუ დაპირებები.

„ლელოს" წევრებმა ახალგაზრდებს ბოდიში უნდა მოუხადონ, რომ საარჩევნო დაპირებად იყენებენ იმ პროექტს, რომელიც უკვე განხორციელებულია. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების შედეგად საჯარო და სახელმწიფო სამსახურში სტაჟირება ითვლება სამუშაო გამოცდილებად და არის ანაზღაურებადი", - აღნიშნა მარიამ ზაქარიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×