რეზონანსი
23.01.2024

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, "ლელოს", "ნაციონალური მოძრაობის" და სხვა მკვეთრად რადიკალურად განწყობილი პარტიების მიზანია, ნებისმიერი საშუალების გამოყენებით, ხელისუფლების შეცვლა, რისთვისაც ე.წ. კონსულტანტებიც იქნებიან გამოყენებულნი.

ცაგარეიშვილის თქმით, კონსულტანტების რჩევა-დარიგებით სახელმწიფოს გადატრიალებების მოწყობა ვერ აღსრულდება.

"ლელოს", "ნაციონალური მოძრაობის" და სხვა მკვეთრად რადიკალურად განწყობილი პარტიების მიზანია, ნებისმიერი მიზნით და ნებისმიერი საშუალების გამოყენებით, ხელისუფლების შეცვლა. აქ, რა თქმა უნდა, ჩართულები იქნებიან ე.წ. კონსულტანტები. დღეს, გარეთ არ არის არც 2003 და არც 2004 წელი, ღმერთმა დაიფაროს ქვეყანა ამისგან. ასე რომ, კონსულტანტების რჩევა-დარიგებით სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობა და, უკუღმართი რჩევების მიხედვით, ხელისუფლების შეცვლის დაუოკებელი სურვილი ვერ აღსრულდება", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×