რეზონანსი
22.01.2024

"ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, მოქირავნე/მოიჯარეს აღსრულების პოლიცია გამოასახლებს", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა. მან ახალ ინიციატივაზე ისაუბრა და თქვა, რომ

კანონპროექტი პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე წარედგინება.

"მას შემდეგ, რაც კანონი იქნება მიღებული, ჩვენს მოსახლეობას კიდევ უფრო მეტად გაუმარტივდება ის სამართლებრივი ურთიერთობები, რომლებიც უკავშირდება ქირასა და იჯარას. გამოსახლებას ახორციელებს არა უშუალოდ აღმასრულებელი, არამედ, აღსრულების პოლიცია, თუ ადამიანი არ თანხმდება შესაბამის გადაწყვეტილებებს. მხოლოდ მას შემდეგ მოხდება გამოსახლება, როდესაც ხელშეკრულებით დადასტურდება, რომ ერთ-ერთი მხარე არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრებ ვალდებულებებს, თუმცა, მთელი ის პროცესი, რაც ახლა უწევს ადამიანს, რომ თუკი მის ბინაში ცხოვრობს ვინმე ქირით და არ ასრულებს ვალდებულებებს და შეიძლება, წლები ცხოვრობდეს, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო შემოკლდება და სულ რამდენიმე თვეში დასრულდება ეს პროცესი", - თქვა ბრეგაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×