რეზონანსი
22.01.2024

23 იანვარს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის მოედანზე წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 23 იანვარს 23:00 საათიდან 24 იანვრის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

კრწანისის რაიონში:

გორგასლის N 1-79 (კენტებს) N 2-26 (ლუწებს), გორგასლის მე-2, მე-3 და მე-4 შესახვევებს (მათ შორის პროკურატურას, შსს, იუსტიციის, ფინანსთა სამინისტროებს.) აბანოს, ახუნდოვის, გრიშაშვილის N 1-19 (კენტებს), N 2-16 (ლუწებს), ფაბრიკის, ფაბრიკის შესახვევს, გიორგი გურამიშვილის, გულუას N 10; ალექსანდრე შიმკევიჩის, ძმები სიმენსების და იბრაჰიმ ისპაჰანლის N 1-5 (კენტებს), N 2 ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×