რეზონანსი
22.01.2024

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს დასაქმებასთან დაკავშირებით 4 სხვადასხვა პირობა შევთავაზეთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 630-მდე თანამშრომელია, მათგან ნახევარზე მეტი სამედიცინო პროფილისაა, ნაწილი კი - ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

„მათ 4 სხვადასხვა პირობა შევთავაზეთ. ჩვენმა თანამშრომლებმა ადგილზე ჩაატარეს ამ შეთავაზების პრეზენტაცია. 4 პირობის მიხედვით, ზოგიერთ შემთხვევაში თუ სხვა კლინიკაშია დასაქმებული, 4 თვის კომპენსაციას ვუხდით. თუ პირდაპირ აქვს სურვილი კომპენსაცია მიიღოს, 12 თვის კომპენსაციას ვუხდით. ასევე, ვთავაზობთ სხვა კლინიკაში დასაქმებას. ჩვენ სახელმწიფო კლინიკაში მაგალითად, რამდენიმე თვის წინ საკმაოდ წარმატებით გავუშვით გუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოდან. როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო კლინიკებთან მოლაპარაკებები გვაქვს და მათ იქ შევთავაზებთ ალტერნატიულ სამსახურს, ამასთან ერთად, 4- თვიან კომპენსაციასაც. თუ ყველა ამ პირობაზე არ არის თანახმა თანამშრომელი, 3 წლის განმავლობაში, სანამ ის დასაქმდება სადმე, გადავუხადოთ კომპენსაციას ყოველთვიური ხელფასის ოდენობით", - აღნიშნა აზარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×