რეზონანსი
22.01.2024

გეძლევათ შანსი, როცა საკომიტეტო მოსმენები დაიწყება და პარლამენტი განაახლებს მუშაობას ჩაერთოთ პროცესში და იქ გამოჩნდება რისი მაქნისები ხართ და ალიყური, რაც ქართულმა საზოგადოებამ და ბრიუსელმა ამ კანდიდატის სტატუსის მიღებით გაგილაწუნათ, იყო თუ არა თქვენთვის გაკვეთილი, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„მიხვდნენ რა, რომ წააგეს ომი ქართველ საზოგადოებასთან, სახელმწიფოსთან ამ ხელმოცარულებმა, ახლა უნდათ, რომ ვითომ ჩართულობა უზრუნველყონ. არჩევნებია წინ და ითხოვენ სამუშაო ჯგუფების შექმნას. მაშინ რომ ვეუბნებოდით ვერ შემოვიტყუეთ, ერთი დღე არ შემოსულან. ახლა ვეუბნებით ამათ, ჩვენ, მთავრობამ, როგორც 12 პუნქტიანი გეგმა შევასრულეთ, ზუსტად ანალოგიური მიდგომით, მონდომებით და შეუვალობით იმ 9 რეკომენდაციასაც შევასრულებ, ოღონდ ამას დასჭირდება საკომიტეტო მოსმენებში მონაწილეობა. ჩვენ გვაქვს ფორმატი პარლამენტში, სადაც გაქვთ შესაძლებლობა ის შეცდომა გამოასწოროთ, რაც დაშვებული გქონდათ. სამუშაო ჯგუფები არ იგეგმება, თუმცა, თუ ამის აუცილებლობა იქნება, ბუნებრივია ამაზე ვიმსჯელებთ. როგორც მანდამდე დარჩით ხელმოცარულები, თუ არ გინდათ, რომ ახლაც ასე დარჩეთ შემდეგ თამაშგარე მდგომარეობაში, კიდევე ერთხელ გეძლევათ შანსი, როცა საკომიტეტო მოსმენები დაიწყება და პარლამენტი განაახლებს მუშაობას, ჩაერთოთ პროცესში და იქ გამოჩნდება რისი მაქნისები ხართ და ალიყური, რაც ქართულმა საზოგადოებამ და ბრიუსელმა ამ კანდიდატის სტატუსის მიღებით გაგილაწუნათ, იყო თუ არა თქვენთვის გაკვეთილი“,- აღნიშნა ზარქუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×