რეზონანსი
22.01.2024

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გაგრძელდება.

„ის ფაქტი, რომ ჩართული ვართ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გადაწყვეტის გზების ძიებაში არ ნიშნავს, რომ არ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. მინისტრებთან განვიხილავ ჩვენს უწყვეტ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ნუ ღელავთ, უკრაინელებმა არ უნდა ინერვიულონ. ევროპის მხარდაჭერა გრძელდება ისევე მტკიცედ, როგორც ყოველთვის და გაგრძელდება“, - განუცხადა ბორელმა ჟურნალისტებს ბრიუსელში.

ამასთან, მისივე თქმით, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ვითარება არ უნდა გაუარესდეს.

„მე არ ვისაუბრებ სამშვიდობო პროცესზე, მაგრამ მსურს კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის პროცესი,” - განაცხადა ბორელმა.

შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება, რომელზედაც ახლო აღმოსავლეთის კრიზისს, უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიას და სხვა საკითხებს განიხილავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×