რეზონანსი
21.01.2024

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი წევ­რი, რუს­თა­ვე­ლე­ბის­თვის ლე­გენ­და­რუ­ლი, ვე­ტე­რა­ნი კა­ლათ­ბურ­თე­ლი , სა­ქარ­თვე­ლოს სამ­გზის ჩემ­პი­ო­ნი რა­მაზ გო­გო­ბე­რიშ­ვი­ლი 51 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­კა­ლათ­ბურ­თო კლუ­ბი "რუს­თა­ვი"ავ­რცე­ლებს.

სა­კა­ლათ­ბურ­თო კლუ­ბი „რუს­თა­ვი" ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს რა­მა­ზის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. თა­ნა­უგ­რძნობს მის ოჯახს, მე­გობ­რებს, ახ­ლობ­ლებს, რუს­თა­ვე­ლებს და სრუ­ლი­ად ქარ­თულ სა­კა­ლათ­ბურ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ყო­ველ­თვის გვე­მახ­სოვ­რე­ბა მისი გა­მორ­ჩე­უ­ლი სამ­ქუ­ლი­ა­ნე­ბი... სი­ტყვე­ბით ძნე­ლია ამ ტრა­გე­დი­ის გად­მო­ცე­მა..."

რა­მაზ გო­გო­ბე­რიშ­ვი­ლი16 წლი­სა ჩა­ი­რი­ცხა თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" დუბ­ლებ­ში, ხოლო 17 წლი­სამ "დი­ნა­მოს" ძი­რი­თად გუნდში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მატ­ჩებ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

იგი  90-იანი წლე­ბის შუ­ა­წელ­ში თა­მა­შობ­და სა­ბერ­ძნე­თის "პა­ოკ­სა" და "მენ­ტში", ასე­ვე გა­მო­დი­ო­და პორ­ტუ­გა­ლი­ის უმაღ­ლე­სი ლი­გის კლუბ "ავე­ი­რო­ში"სა­ნაკ­რე­ბო კა­რი­ე­რა: 1998-2002 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი. 

რა­მაზ გო­გო­ბე­რიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სამ­გზის ჩემ­პი­ო­ნი, ორგზის თა­სი­სა და ორგზის სუ­პერ­თა­სის მფლო­ბე­ლი, ასევე დუდუ და­დი­ა­ნი­სა და ქორ­ქია-სა­კან­დე­ლი­ძის მე­მო­რი­ა­ლის სამ­გზის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×