რეზონანსი
21.01.2024

ბათუმის სავაჭრო ცენტრებში: "ბათუმი მოლი", "გრანდ მოლი", "მეტრო მოლი" და "ბათუმი პლაზა" კინოლოგები მუშაობენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ შენობებიდან ევაკუაცია განხორციელდა. შენობებიდან გამოიყვანეს როგორც იქ მომუშავე ადამიანები, ისე რიგითი მოქალაქეები. არსებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრებში ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებენ, რომლის შესახებაც შეტყობინება 112-ში შევიდა.

ამ დროისთვის ევაკუაციის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია. მის დაზუსტებას შსს-ში ვცდილობთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×