რეზონანსი
21.01.2024

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ დროისთვის ვერ ხედავს კონკრეტულ დეტალებს გენერალური შტაბიდან, რომ საჭიროა 500 000 უკრაინელის მობილიზება.

„პირადად მე, დღეს ვერ ვხედავ ნახევარი მილიონი ადამიანის მობილიზების აუცილებლობას. ჯერ არ მინახავს საკმარისი მკაფიო დეტალები, რომ ვთქვა, ნახევარი მილიონის მობილიზებაა საჭირო", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში მობილიზაცია საჭიროა, რათა მოხდეს ფრონტზე მყოფი ჯარისკაცების ჩანაცვლება.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ სამხედროების ხელფასი და წვრთნა უკრაინის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×