რეზონანსი
21.01.2024

როგორც „ქართული ოცნების" დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა მედიასთან განაცხადა, რადიკალურმა ოპოზიციამ თავად დაიყენა საკუთარი თავი პოლიტიკურ ანათემაზე, ამ პოლიტიკურ ანათემას საბოლოოდ ჩვენი ამომრჩეველი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გააფორმებს

მისივე თქმით, საზოგადოება ხედავს, რომ „ეს ადამიანები სახელმწიფოს და ეკლესიას ებრძვიან".

„ასევე, ებრძვიან ყველაფერს იმას, რასაც ჩვენი ეროვნება, იდენტობა, ჩვენი კულტურას დგას. როგორც ჩანს, ამ ბრძოლას სინამდვილეში სულ სხვა მიზნები და ამოცანები აქვს. ფაქტობრივად, თითოეული მსგავსი განცხადებით საკუთარი რეალური მიზნების ლუსტრირებას ახდენენ", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა, რთაც გამოეხმაურა დავით ბერძენიშვილის განცხადებას.

ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს საპატრიარქო სტალინისტებით არის „გაძეძგილი".

„მარტო მატრონას ხატს და რუსულ ნარატივს კი არ იცავენ, სტალინს იცავენ, სტალინისტებით არის გაძეძგილი საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის თამადობით", - განაცხადა ბერძენიშვილმა „ტვ პირველის" ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×