რეზონანსი
21.01.2024

ქვეყანაში სეზონური ვირუსების შემთხვევებმა იმატა. მედიკოსების განცხადებით, ამ ეტაპზე „ა" ტიპის ვირუსის ორი სახეობაა გავრცელებული. გაზრდილია კლინიკებში მიმართვიანობაც. ექიმები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

„მომართვიანობა გაზრდილია, როგორც ამბულატორიული, ასევე არის შემთხვევები, როდესაც გარკვეულ პაციენტებს სჭირდებათ სტაციონარიზაცია. ძირითადად ცირკულირებს „ა" გრიპის ორი ქვეშტამი. დაავადების მიმდინარეობა მსგავსია: გრიპს ახასიათებს მწვავე დასაწყისი მაღალი ტემპერატურით, სახსრების, კუნთების ტკივილი, მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე. ეს სიმპტომები გრძელდება 3 დღიდან 1 კვირამდე. პრევენცია არის ჰიგიენური ნორმების დაცვა, დახურული სივრცეების ხშირი განიავება და თუ სიმპტომები გვაქვს, აუცილებლად თავი შევიკავოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან", - ამბობს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×