რეზონანსი
21.01.2024

ბათუში, ბესიკის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, ხანძრის დროს შენობაში ორი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა დროულად გამოიყვანეს. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.

ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×