რეზონანსი
21.01.2024

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ჩინეთთან ურთიერთობა საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. სარჯველაძე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ თინა ხიდაშელის ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეა" "ტაივანის მხრიდან ფინანსდება და ის ანტიჩინური განწყობების გაღვივებას ცდილობს."

"მას ასეთი მოსაზრება აქვს, შეიძლება აქვს რაიმე ღირებულება, რომლის ერთგულების გამოც, მიაჩნია, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი რამ არის ახლა საპირწონედ, რომლის გამოც გამართლებულია კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მცდელობებისა, რომ ჩინეთთან ჰქონდეს აქტიური პარტნიორული ურთიერთობები. გამიჭირდება ამის ზუსტად ახსნა, მაგრამ ჩემი მოსაზრება გახლავთ თვისებრივად განსხვავებული, იმისგან, რაც არის მოსაზრება, რომ, თითქოსდა, ჩინეთთან ურთიერთობა არ წარმოადგენს ინტერესის საგანს საქართველოსთვის, ამას კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. ჩინეთთან ურთიერთობა სწორედ რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის," - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×