რეზონანსი
20.01.2024

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე აცხადებს, რომ სამწუხაროდ ჩვენს საზოგადოებაში არიან ისეთი ადამიანები, რომელთათვის რელიგიური მრწამსი არაფერს წარმოადგენს. როგორც უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, ოპოზიციის განცხადებები მხოლოდ ვიწროპარტიულ ინტერესს ატარებს.

„სამწუხარო და გასაკვირია, რომ ჩვენს საზოგადოებაში არიან ისეთი ადამიანები, რომელთათვისაც ეკლესია, რელიგიური მრწამსი, ის ისტორია, კულტურა და ტრადიციები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ღირებულებებია, არაფერს წარმოადგენს და მათ აქვთ მხოლოდ ვიწრო პარტიული და პირადი ინტერესები, რომლითაც ისინი მოქმედებენ, -

ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებები აბსურდულია და საზოგადოების მხრიდან არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს. საზოგადოება ხედავს თუ ვინ დგას ქვეყნის, საზოგადოებისა და ამ ქვეყნის ღირებულებების ინტერესების სადარაჯოზე“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ მიმართა დონორებს, დაინტერესდნენ რაში ხარჯავენ მათი ქართული ფილიალები ფულს და ხომ არ ეწინააღმდეგებიან ისინი ადამიანის უფლებების სფეროში ჩვენს საერთო ღირებულებებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×