რეზონანსი
20.01.2024

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გამნაღმველები მუშაობდნენ - ინფორმაციას საქართველოს "პირველი არხი" ავრცელებს. 

როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანია „ტავ ჯორჯიაში“ განუცხადეს, აეროპორტში სახიფათო ვითარების შესახებ შეტყობინება შევიდა, რის შემდეგაც შესაბამისი პროცედურები განხორციელდა.

ამასთან, მათივე თქმით, აეროპორტში გამნაღმველები მუშაობდნენ. ამ დროისთვის მათ აეროპორტში მუშაობა დაასრულეს.

აღნიშნული შემთხვევის გამო ორი საათით გადაიდო „თურქეთის ავიახაზების“ ბათუმი-სტამბოლის რეისი, რომელიც 17:40 საათზე უნდა შესრულებულიყო და 19:40 საათზე შესრულდება. ამჟამად მიმდინარეობს მგზავრების ჩასხდომა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×