რეზონანსი
20.01.2024

იცით, რომ აქამდეც ვერთვებოდით ყველანაირ სამუშაო ჯგუფში. სამუშაო ჯგუფს თუ არ გააკეთებენ და არაფერს იზამენ, ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" ლიდერებისთვის სახლში მივარდნას არ ვაპირებ. დანარჩენი - ვნახოთ, რას იზამენ, - ამის შესახებ „გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, რომ შევხედოთ, ვნახოთ, იქ რა ხდება და ხალხს ვუთხრათ, მართლა აპირებენ რამის შესრულებას თუ, უბრალოდ, ერთობიან ჩვენი კოლეგები.

საერთოდ, რატომ გამოიწვია ამხელა მნიშვნელობა სამუშაო ჯგუფები იქნება, კომიტეტი თუ სხვა რამე ფორმატი, ვერ გეტყვით. მთავარი კითხვაა, გვინდა თუ არა ცხრა პუნქტის შესრულება? ამ თვალსაზრისით, თუ არის რამე შეცვლილი, ეს არის საინტერესო, თორემ ისე რა ფორმატი იქნება, მართლა რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენ ყველაფერში ვიქნებით", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×