რეზონანსი
20.01.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკური პარტიების გეგმები - მმართველი გუნდი მორიგ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ პატრიას ყველა სოციოლოგიურ კვლევაში 55%-ზე მეტი აქვს.

„უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე, არ ჩატარებულა არც ერთი სოციოლოგიური კვლევა, სადაც ჩვენ არ გვქონდა 55%-ზე მეტი. ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად ის მხარდაჭერა, რომელიც არის საზოგადოებაში, ამისთვის, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ და პირველ რიგში ჩვენ უნდა წარვსდგეთ საზოგადოების წინაშე ისეთი შეთავაზებებით, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამა, თავიდან ბოლომდე აგებული იქნება იმ პრიორიტეტებზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან", - განაცხა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×