რეზონანსი
19.01.2024

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრებმა რიგაში გამართულ შეხვედრაზე დღეს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანა ერთობლივ თავდაცვის ზონას შექმნიან რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვის დანადგარების მიზანია რეგიონში სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილება - „ჩვენ ამას ვახორციელებთ იმისთვის, რომ ესტონელმა ხალხმა თავი დაცულად იგრძნოს, მაგრამ თუ ოდნავი რისკი გაჩნდა, ჩვენ უფრო ოპერატიულად ვიქნებით მზად სხვადასხვა მოვლენებისთვის", - დასძინა პევკურმა.

თავდაცვითი დანადგარების კონცეფცია ეფუძნება ნატოს მადრიდის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, სადაც ხაზგასმულია, რომ მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ დაიცვან ტერიტორია პირველივე მეტრიდან და უნდა შემუშავდეს ახალი რეგიონული თავდაცვის გეგმები.

გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრებმა განიხილეს უკრაინის მხარდაჭერა, შესაძლებლობების განვითარება და ნატოს ვაშინგტონის მომავალი სამიტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×