რეზონანსი
19.01.2024

რუსული საკრუიზო ლაინერის, „ვლადიმერ ჟირინოვსკის" მარშრუტში ბათუმსაც შეიყვანენ. ამის შესახებ რამდენიმე რუსული მედიასაშუალება იუწყება. ბათუმთან ერთად ლაინერის მარშრუტში შედის სოჭი, ნოვოროსიისკი და სტამბოლი.

როგორც ირკვევა, ოთხგემბანიანი ლაინერი ამჟამად ქალაქ ასტრახანში შენდება და თავდაპირველად გადაწყვეტილი იყო, რომ მისთვის პეტრე პირველის სახელი დაერქმიათ, თუმცა ახლა ეს გადაწყვეტილება შეცვალეს და გემს რუსეთის ლიბერალურ დემოკრატიული პარტიის ლიდერის სახელი მიენიჭება.

გემის წყალზე ჩაშვება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ბათუმის პორტში ორჯერ შემოვიდა რუსული საკრუიზო ლაინერი „ასტორია გრანდე", მაგრამ მოსახლეობის პროტესტის შემდეგ ლაინერმა მარშრუტიდან საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქი ამოიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×