რეზონანსი
19.01.2024

ტრამპის პრეზიდენტობა შეიძლება იყოს სწორედ ის, რაც მსოფლიოს სჭირდება, - წერს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი გამოცემა Daily Mail-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

"ჟურნალ The Economist-ის მიხედვით: "დონალდ ტრამპი ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის მსოფლიოს 2024 წელს". მე მიყვარს The Economist-ი. მაგრამ მაინტერესებს არის თუ არა ვინმე [ჟურნალის] თანამშრომლებს შორის, ვისაც დააინტერესებს, ხომ არ აჭარბებენ. ყველაზე დიდი საფრთხე მსოფლიოსთვის? ტრამპი? თუ დააკვირდებით ფაქტებს, შეგიძლიათ რეალურად დაამტკიცოთ, რომ ტრამპის პრეზიდენტობა შეიძლება იყოს სწორედ ის, რაც მსოფლიოს სჭირდება", - წერს ბორის ჯონსონი.

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა დონალდ ტრამპზე უკრაინის დახმარების ჭრილში.

"ამერიკის რომელი პრეზიდენტი იყო პირველი, ვინც დაუჭირა მხარი უკრაინას 2014 წელს პუტინის შეჭრის შემდეგ? იყო თუ არა ეს დიადი ლიბერალი ინტერნაციონალისტი ბარაკ ობამა? არა. მას არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ პუტინი განედევნა უკრაინიდან. [...] სწორედ დონალდ ტრამპმა მისცა უკრაინელებს Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, რომელიც ასე ღირებული იყო უკრაინელებისთვის კიევისთვის ბრძოლაში და ნაწილობრივ მაინც, ტრამპის ამ თამამი გადაწყვეტილების წყალობით, უკრაინელებმა შეძლეს მსოფლიო განცვიფრება და პუტინის ჯარების განდევნა უკრაინის დედაქალაქიდან", - აღნიშნავს ბორის ჯონსონი.

"მე უბრალოდ ვერ დავიჯერებ, რომ ტრამპი უკრაინელებს მიატოვებს. [...] მე ვფიქრობ, რომ დიდი შანსია, რომ ის გააორმაგებს ძალისხმევას და დაასრულებს იმას, რაც დაიწყო - მისცემს [უკრაინელებს] იმას, რაც მათ მოსაგებად სჭირდებათ", - ნათქვამია სტატიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×