რეზონანსი
19.01.2024

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკელებმა" უარი უნდა თქვან ნებისმიერ გარიგებაზე, რომელიც არ მოიცავს ყველაფერს, რაც საჭიროა არალეგალი მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.

როგორც ამერიკული გამოცემა იუწყება, ტრამპი სენატში უმცირესობის ლიდერს, მიტჩ მაკკონელსა და მის გუნდს მოუწოდებს, უარი თქვან საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ნებისმიერ კომპრომისზე.

"მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს შეთანხმება [საზღვარზე], თუ არ მივიღებთ ყველაფერს, რაც გვჭირდება, რათა შევაჩეროთ მილიონობით და მილიონობით ადამიანის [ქვეყანაში] შემოჭრა", - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×