რეზონანსი
19.01.2024

ჩვენი ქვეყნის ისტორიას არ ახსოვს ისეთი რამ, როცა ოპოზიციას, არჩევნებამდე 7-8 თვით ადრე, ყველას ერთად ჰქონდეს დაახლოებით 20% და უცებ ეს პარტიები დააგროვებენ 51%-ს და უმრავლესობით ჩამოაყალიბებენ მთავრობას და მოიპოვებენ უმრავლესობას პარლამენტში - ასეთი რამ არ ხდება, - ამის შესახებ „ქრონიკის" ეთერში ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციური არხების დაკვეთით ჩატარებული კვლევებითაც ჩანს, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია.

„ჩვენი ქვეყნის ისტორიას არ ახსოვს ისეთი რამ, როცა ოპოზიციას, არჩევნებამდე 7-8 თვით ადრე, ყველას ერთად ჰქონდეს დაახლოებით 20% და უცებ ეს პარტიები დააგროვებენ 51%-ს და უმრავლესობით ჩამოაყალიბებენ მთავრობას და მოიპოვებენ უმრავლესობას პარლამენტში - ასეთი რამ არ ხდება. ეს შეუძლებელი და წარმოუდგენელია. აღქმებზე საუბრობს მუდამდღე ჩვენი ოპოზიცია, მე ვსაუბრობ ფაქტებზე. თუნდაც იმ კვლევების მიხედვით, რომლებსაც ატარებენ IRI, NDI და ის ორგანიზაციები, რომლებიც ოპოზიციის ნდობას ხშირად მოიპოვებენ ხოლმე, ამ კვლევებიდანაც კარგად ჩანს, რა მდგომარეობაშია დღეს ქართული ოპოზიცია", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×