რეზონანსი
19.01.2024

„ნაცმოძრაობაშიც" კი, ვინც განსხვავებულ აზრს გამოხატავს, ერთმანეთზე ხელს იშვერენ და ჭაობში ძირავენ ერთმანეთს. ასეთია მათი ბუნება, - ასე აფასებს „ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი პარტიაში მიმდინარე დაპირისპირებას.

„დღესაც კი, როდესაც „ნაცმოძრაობას" არ გააჩნია ძალაუფლება, ებრძვის, ემუქრება ადამიანებს, ვინც განსხვავებულ აზრს გამოხატავს. „ნაცმოძრაობაშიც" კი, ვინც განსხვავებულ აზრს გამოხატავს, ერთმანეთზე ხელს იშვერენ და ჭაობში ძირავენ ერთმანეთს. ასეთია მათი ბუნება", - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების ყოფილი თანაშემწე მაია კუკავა პარლამენტარ ანა წითლიძეს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. როგორც მაია კუკავა სოციალურ ქსელში წერს, როდესაც ხაბეიშვილი მოვიდა ენმ-ს თავმჯდომარედ, დაიწყო დაკითხვები და მუქარები, რაც მისთვის დამამცირებელი აღმოჩნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×