რეზონანსი
19.01.2024

"ქართული ოცნება დაეყრდნობა მხოლოდ რუსეთს და დაეყრდნობა მხოლოდ პუტინის გადაწყვეტილებას, თუ რა და როგორ უნდა გააკეთონ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში," - ამ განცხადებას მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე აკეთებს და მმართველ პარტიაში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის მწვავე ანგარიშის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებები, რომ მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა დაბრუნდეს და რომ ამასთან დაკავშირებით ექიმების რეკომენდაციას ელოდებიან, სოფო ჯაფარიძისთვის არადამაჯერებელია. როგორც ჯაფარიძე ამბობს, სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლება არა ექიმების, არამედ პუტინის მითითებას ელოდება.

ქართულმა ოცნებამ რაც არ უნდა თქვას და როგორც არ უნდა დაგვაჯეროს, რომ დაეყრდნობიან თუნდაც ექიმებს, თუნდაც ნებისმიერ სხვას, ქართული ოცნება დაეყრდნობა მხოლოდ რუსეთს და დაეყრდნობა მხოლოდ პუტინის გადაწყვეტილებას, თუ რა და როგორ უნდა გააკეთონ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში.

თუ ვინმე გადის ამით ფსიქიკური რეაბილიტაციის პროცესს, გადის პუტინი, რომელიც უყურებს და არის ბედნიერი, როდესაც ხედავს, თუ როგორ აწამებენ ყოველდღიურად მიხეილ სააკაშვილს. აქედან გამომდინარე, მათი თითოეული სიტყვა არის, შეუძლებელია შევაფასოთ, როგორც მათი სიტყვა, ეს არის რუსეთის სიტყვა,“ - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×