რეზონანსი
19.01.2024

"მას სასჯელის მოხდა სასამართლომ ოროთახიან ლუქსში კი არ მიუსაჯა, არამედ შესაბამისს საპყრობილეში. ამიტომ უნდა მოიხადოს იქ," - ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი აკეთებს.

პრორუსული "ხალხის ძალის" წარმომადგენელი ითხოვს, რომ მესამე პრეზიდენტმა სასჯელი არა "ვივა მედში", არამედ პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადოს. 

მას სასჯელის მოხდა სასამართლომ ოროთახიან ლუქსში კი არ მიუსაჯა, არამედ შესაბამისს საპყრობილეში. ამიტომ უნდა მოიხადოს იქ, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებების და შესაბამისი ექიმების დასკვნის საფუძველზე.

რაც შეეხება დაბურულ მინებს ფანჯრებს, მთელი ცხოვრება დაბურული მინებით დადიოდა ეს ავტომობილით. 

მარტოობა თურმე თრგუნავს სააკაშვილს, ეს არის მისი არჩევანი, რომ არავინ ყოფილიყო მასთან და არც თვითონ ყოფილიყო ვინმესთან, აქედან გამომდინარეობს ზუსტად მისი მარტოობა,“ - ამბობს მაჭარაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×