რეზონანსი
19.01.2024

“ქართული ოცნების” დელეგაციამ, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, შანხაის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ჩენ ძინგთან შეხვედრა გამართა.

პარტიის ინფორმაციით, ჩენ ძინგის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარების დადებით დინამიკას მმართველი პარტიის დელეგაციის ვიზიტი ხელს კიდევ უფრო შეუწყობს.

„მოხარული ვარ, რომ დღეს აქ, შანხაიში გხედავთ. მე ნამყოფი ვარ საქართველოში და მახსოვს, თქვენი ქვეყანა დიდი შთაბეჭდილებებით დავტოვე. მოხარულები ვართ, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების დინამიკით. ჩვენს ქვეყნებს თანამშრომლობის დიდი პოტენციალი გააჩნია და ეს ვიზიტი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება თანამშრომლობის უფრო გასაფართოებლად“,- განაცხადა ჩენ ძინგმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×