რეზონანსი
18.01.2024

ბაკურიანსა და გუდაურში ზამთრის საკურორტო სეზონი აქტიურ ფაზაშია შესული. ბაკურიანში დამსვენებლების სიმრავლეა, რაც ადგილობრივი ფასებითაც გამოიხატება: დამსვენებლები აღნიშნავენ, რომ რაც წელს იქ ხდება, ყველა ზღვარს სცდება.

„მაგალითად, ერთ-ერთ ჩაიხანაში 4 ჭიქა ჩაიში გადავიხადე 25 ლარი, ოღონდ ეს იყო 4 ჭიქა ადუღებული წყალი, 4 ცალი ერთჯერადი ჩაი და 4 ერთჯერადი შაქარი.

სარესტორნე ფასებს რაც შეეხება, სტანდარტული ხინკალი 2,50 ლარიდან იწყება, ნახევარლიტრიანი კოკა-კოლა 5 ლარი, ხოლო ნახევარლიტრიანი წყალიც დაახლოებით, 5 ლარამდე ღირს", - ამბობს ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთი დამსვენებელი.

მისივე თქმით, საკმაოდ ძვირი ღირს ტაქსის მომსახურებაც. „სულ რომ 200 მეტრის გავლა მოგიწიოთ, მინიმუმ 10 ლარს იხდით", - აღნიშნავს იგი.

მაღალი ფასებით გამოირჩევა გუდაურიც. ერთ-ერთი დამსვენებელი ამ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აზიარებს:

გუდაურის ეკონომიკური სურათი დღეს:

კვების ობიექტები:

- 10 ლარი ადგილზე გამომცხვარი პაწაწინა პური

- ხაჭაპური - 40-45 ლარი

- ცეზარის სალათა - 40-47 ლარი

- მწვადი - 4 ნაჭერი - 18-30 ლარი

- 30 ხინკალი - 84 ლარი (ყველაზე იაფი ვერსია)

- ბურგერები - 35-60 ლარი

- Dunkins ყავა კარამელ მაკიატო - 18 ლარი

- დესერტი - 2 ცერა თითისოდენა სუფლე - 22 ლარი

- ვაშლის შტრუდელი - 29 ლარი

- პიცა პეპერონი - 43 ლარი

- ნაყინი - 18 ლარი

+18% მომსახურების...

და სხვა ასეთი მრავალი სანახაობა ელოდება ჩამსვლელს... „ - წერს დამსვენებელი.

წყარო: „bpn.ge"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×