რეზონანსი
17.01.2024

 

ევროკომისია ევროკავშირის შიდა რეფორმების შესახებ თავის იდეებს თებერვალში გამოაქვეყნებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

„როგორ იმუშავებს პრაქტიკაში 30-ზე მეტი ქვეყნის კავშირი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ ჩვენ, ევროკავშირში შეგვიძლია. ამ პალატამ ჩვენი ხელშეკრულებების რეფორმებისთვის თამამი იდეები უკვე წამოაყენა.

მომავალ თვეში, კომისია ჩვენს იდეებს, ბელგიის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული ლიდერების დებატების წინ, ევროპარლამენტისა და საბჭოსათვის გაგზავნილ კომუნიკაციაში გამოაქვეყნებს", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, გასული წლის ნოემბერში, ევროპარლამენტმა ევროკავშირის რეფორმის აუცილებლობის შესახებ ანგარიში ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×