რეზონანსი
17.01.2024

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას 4 კომპანია გააგრძელებს. თბილისის მერიამ შესაბამისი ხელშეკრულებები უკვე გააფორმა. საუბარია კომპანიებზე: „ჯეუ გრუპი", „ენკო", „პარმა" და „ბლექ სი გრუპი".

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს „ენკო" 2014 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის მფლობელია დავით ხორხელაშვილი, დირექტორი - ავთანდილ ბედიაშვილი.

შპს „ბლექ სი გრუპი" - ოფიციალურად 2010 წელს დაფუძნებული კომპანიის 25% ეკუთვნის გიორგი კალანდაძეს, 75% შპს „ბლექ სი როუდ"-ს. თავის მხრივ, ამ უკანასკნელის 50-50%-იან წილებს ფლობენ ამირან მამუჭაძე და გიორგი კალანდაძე. „ბლექ სი გრუპის" დირექტორია ამირან მამუჭაძე.

შპს „ჯეუ გრუპი" - 2010 წელს რეგისტრირებული კომპანიის 43-43%-იან წილებს ფლობენ გიორგი მარკოიშვილი და ნინო კიკაბიძე, 14%-ს სააქციო საზოგადოება ავტოფირმა 6. დირექტორია ნინო კიკაბიძე.

შპს „პარმა" - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია 2010 წელს არის ოფიციალურად რეგისტრირებული. შპს „პარმას 100%-ანი წილის მფლობელია მარინე დუნდუა, დირექტორია დავით თოფურია.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×