რეზონანსი
17.01.2024

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ მმართველის პარტიის წარმომადგენლებმა დღეს ჩინეთში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს.

„დღევანდელ შეხვედრაზე საგანგებოდ ხაზი გაესვა შუა დერეფნის მნიშვნელობას არა მარტო ორმხრივი ურთიერთობების განვითარების, არამედ კონტინენტების ურთიერთობის რაკურსით, აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი რგოლის მნიშვნელობაზე და ამ რგოლში, საქართველოში სტაბილურობის აუცილებლობაზე, რაც ეკონომიკური წინსვლის წინაპირობაა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ძირითადი საკითხები ეკონომიკური თანამშრომლობის თემებს ეხებოდა, მაგრამ ამავდროულად, ყველაფერ ამას პოლიტიკური ასპექტიც ჰქონდა.

„საკითხი მნიშვნელოვანწილად ეხებოდა ეკონომიკური თანამშრომლობის თემებს, მაგრამ ამავე დროს, რასაკვირველია, ყველაფერ ამას პოლიტიკური ასპექტიც ჰქონდა. ორი ქვეყნის თანამშრომლობა არ გამოიხატება მხოლოდ იმ ფორმატში, როდესაც ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე არის საუბარი. ეს არის გლობალური მასშტაბის თანამშრომლობის თემა, რომელშიც საქართველოს და ჩინეთის ურთიერთობა მნიშვნელოვან შენატანს გააკეთებს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×