რეზონანსი
17.01.2024

გიორგი გახარია ცუდ მდგომარეობაშია, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, რადიკალურ ოპოზიციაში რთული მდგომარეობაა.

„არც „ნაცმოძრაობასთან" მიტმასნება უნდა იმას, ვინც უკვე კოალიციაშია ან „ნაცმოძრაობის" ანასხლეტია, იქნება ეს გიორგი გახარია, „ლელო" და ა.შ. თან ვერც იმას ახერხებენ, რომ თავად რაღაც ნიშა დაიკავონ. გახარიას პარტიის წევრმა „ნაცმოძრაობის" წარმომადგენელთან 10:0 წააგო. ეს ნიშნავს, რომ თავად გახარია ცუდ მდგომარეობაშია. პოლიტიკურად განულებული ხარ, როცა წითლიძე 10:0-ს მოგიგებს. ქუდი უნდა დაიხურო და პოლიტიკიდან წახვიდე. „ლელო" ამბობს, რომ ბარიერს კოალიციის გარეშე გადალახავს, როცა საკუთარ რიგებში „ნაცმოძრაობიდან" წამოსული ხალხი ჰყავთ. გახარია და „ლელო" ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობა" არ უნდათ, იგივეს ამბობს „ნაცმოძრაობა", არც ერთი მინდა და არც მეორეო", - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×