რეზონანსი
16.01.2024

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, „ლელოში" ადამიანებს მხოლოდ დოლარის ნიშანი კრავს და პარტიაში საერთოდ არ ჩანს არავითარი იდეური ერთობა.

„პიროვნული ამბიციები, ვიწრო პარტიული გადმოსახედი, რომლის იქით ვერავინ ვერსად იყურება, ანგრევს და ყველაფერს სპობს. ფაქტობრივად, ისინი ვერანაირ კომუნიკაციას ვერ ამყარებენ პოტენციურ სპონსორებთან. რა თქმა უნდა, ისინი არ არიან საინტერესოები ბიზნესისთვის - როდესაც მუდმივად ცდილობ ხელისუფლების ჩამოშლას და არეულობის მოწყობას ქვეყანაში, არავინ შენში არცერთ თეთრს არ ჩადებს. საერთოდ არ ჩანს არავითარი იდეური ერთობა. მხოლოდ დოლარის ნიშანი კრავს ადამიანებს „ლელოში" და ვითომდა მიჰყავს რაღაც ეფემერული მიზნისკენ მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც, როგორც თვითონ აღნიშნა, პირველი მილიონი რუსეთში იშოვა", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×