რეზონანსი
16.01.2024

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეთორმეტე სეზონის ფინალის გამარჯვებულები – თედო ბექაური და ანა ბირთველიშვილი სტუმრად „იმედის დილაში“ იყვნენ. გამარჯვებულმა წყვილმა პროექტის შესახებ ისაუბრა.

„ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებ თუ რა ხდება ჩემს თავს, გულის სიღრმეში როგორც ყველა მეც ველოდებოდი გამარჯვებას.. მთავარია პროცესს სწორად მიჰყვე, არ დაკარგო შენი თავი, მაყურებელი. დიდი შრომა გვიწევდა ჩვენი მაყურებლისთვის“, - განაცხადა თედო ბექაურმა.

„მე ვარჩევდი მუსიკას და მერე ვარგებდი თედოს. ყოველთვის ყველა მუსიკა და ცეკვა იყოს თედოზე გათვლილი. მან განსაკუთრებით ევროპულ ცეკვებში გამოავლინა თავისი შესაძლებლობები. ბოლო ცეკვის პერიოდში თვითონ ცეკვა არ იყო სანერვიულო,მაგრამ როცა ვიცეკვეთ და დრო მოვიდა გამარჯვებულის გამოცხადების მაშინ უკვე თედო ძალიან დაიძაბა და ნერვიულობა დაიწყო“, - აღნიშნა ანა ბირთველიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×