რეზონანსი
15.01.2024

რაიმე ლოკალური ხასიათის სიახლე შეიძლება იყოს და არა სტრატეგიული გარღვევა, რადგან ეს ის ხალხია, რომლებიც ტელევიზიით იქნებოდა, პოლიტიკაში თუ ეკონომიკაში, სხვადასხვა პოზიციებზე წარმოადგენდნენ „ნაციონალურ მოძრაობას", - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციურ ფლანგში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას „ქრონიკასთან" განაცხადა.

„„ნაციონალური მოძრაობა" რამდენიმე ნაწილად დაიშალა. ახლა ეს დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა", გარდა დედა „ნაცმოძრაობისა", 5%-იანი ბარიერის გადალახვა-არ გადალახვის ზღვარზე დგას. ხოშტარია, გოცირიძე, დეკანოიძე „ლელო", გვარამია მათ შორის, ფიქრობენ გაერთიანდნენ თუ ცალ-ცალკე გამოვიდნენ, მოახერხებენ რამენაირად გაერთიანებას თუ ვერა. ეს არის ერთი ჯამური მოცემულობა, ცდილობენ, რომ გადალაგდნენ ან ისე, ან ასე, მაგრამ ეს რეალურად რაიმე სიახლეს ქართველ ამომრჩეველს არ სთავაზობს. ლოკალური ხასიათის სიახლე შეიძლება იყოს და არა რაიმე სტრატეგიული გარღვევა, რადგან ეს ის ხალხია, რომლებიც ტელევიზიით იქნებოდა, პოლიტიკაში თუ ეკონომიკაში, სხვადასხვა პოზიციებზე წარმოადგენდნენ „ნაციონალურ მოძრაობას", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×