რეზონანსი
15.01.2024

ჩვენს ძვირფასს ოპოზიციას საშუალება არ მიეცემა, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესის ტორპედირება მოახდინოს, როგორც ამას კანდიდატის სტატუსის მონიჭების დროს აკეთებდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციას სურს, რომ პროცესი დააზიანოს.

„მათი დღევანდელი კაკაფონია მიმართულია იქითკენ, რომ ის პროცესი წინმსწრებად დააზიანონ, რაც ამ წლის განმავლობაში წარიმართება. როგორც უნდა წარიმართოს რეკომენდაციების შესრულების პროცესი, ეს მთავრობის გეგმით არის გაწერილი, რაც შეთანხმებულია ევროკომისიასთან და პროცესი სწორედ ამ გეგმის შესაბამისად წარიმართება", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×