რეზონანსი
15.01.2024

გურჯაანში 24 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. მამაკაცს მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, მეგობრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სუფრაზე დაიწყო, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და კონფლიქტი ქუჩაში გაგრძელდა.

ჩხუბის დროს 40 წლამდე მამაკაცმა ცივი იარაღით 24 წლის ბიჭი დაჭრა. ის გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსშია“ მოთავსებული. ექიმის ინფორმაციით, პაციენტს რამდენიმე ჭრილობა სხეულის სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული.

სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×