რეზონანსი
15.01.2024

ექიმები მომდევნო 48 საათში ვირუსით ინფიცირებულთა ზრდას ელოდებიან. მთავარი მიზეზი სასწავლო პროცესის დაწყებაა. ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. საწოლფონდი თბილისაა და რეგიონებში, პრაქტიკულად, ათვისებულია. კლინიკებში მოხვედრილთა ნაწილი კოვიდინფიცირებულია. ეს კი იმ ფონზე ხდება, როცა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აუთვისებელია. ირკვევა, რომ ვადა გაუვიდა კოვიდის სამკურნალო პრეპარატებსაც.

ექიმებმა განგაშის სიგნალი უკვე ჩართეს. ირკვევა, რომ მიმართვიანობა კლინიკებში იმდენად მაღალია, რომ მცირეწლოპვან ბავშვებთან ერთად მშობლებს რამდენიმე საათიანი ლოდინი კლინიკის დერეფნებში უწევთ. მედიკოსები ამბობენ, რომ ახლა სეზონურ ვირუსებთან და კორონავირუსთან ერთად ქვეყანაში H1N1 ცირკულირებს, რომელიც სწრაფად ვრცელდება. 

ექიმების თქმით, ამ ფონზე, ჯანდაცვის სამინისტროს ვაქცინაციის საჭიროებასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება არ მოუხდენია. 

პედიატრიულ სექტორში განსაკუთრებით გაზრდილია ეს მომართვიამნობა. მეც შიშით ველოდები,დ აახლოებით 48 საათში კიდევ ერთი ახალი ტალღა, მაღალი მომართვიანობა იქნება ალბათ მეტად პედიატრიული ნაწილისკენ, იმიტომ, რომ დაიწყება საჯარო სკოლები და ბაღები. მოვითხოვთ, რომ კიდევ უფრო მეტად აქტიური იყპოს გრიპის ვაქცინაციის კამპანია, - ამბობს ექიმი ლალი ჯანაშია.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×