რეზონანსი
15.01.2024

რუსეთმა ძებნა გამოაცხადა "გაზპრომბანკის" ყოფილ მაღალჩინოსან იგორ ვოლობუევიზე, რომელიც ამჟამად უკრაინის მხარეს იბრძვის. ვოლობუევი 16 წლის განმავლობაში მუშაობდა "გაზპრომის" პრესმდივნად. მან რუსეთი 2022 წლის დასაწყისში დატოვა, კიევში გადავიდა და მოხალისედ წავიდა უკრაინის არმიაში.

ვოლობუევი რუსეთის მოქალაქეა, თუმცა უკრაინაშია დაბადებული და 18 წლის ასაკამდე იქ ცხოვრობდა. მან გასულ თვეში განაცხადა, რომ მსახურობს უკრაინის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ლეგიონში - რომელიც ასევე მოიცავს რუსეთის "მოხალისეთა კორპუსს" და ლეგიონს "რუსეთის თავისუფლება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×