რეზონანსი
14.01.2024

ისლანდიაში, ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, ლავამ ქალაქ გრინდავიკმდე მიაღწია. ქალაქიდან 4 000 ადამაინის ევაკუაცია განხორციელდა.

ისლანდიის ეროვნული მაუწყებლის RUV- ს ცნობით, ლავამ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლამდე მიაღწია, რის გამოც სახლის ნახევარი დაიწვა.

როგორც მედია წერს, ლავა სახლებიდან სულ რაღაც 50 მეტრშია. სამოქალაქო თავდაცვის ხელმძღვანელმა ვიადირ რეინისონმა თქვა, რომ ლავა ქალაქის წყალმომარაგებასა და ელექტროენერგიაში მიედინება.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×