რეზონანსი
14.01.2024

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობდა კიშინიოვში წესრიგისა და ძალაუფლების დესტაბილიზაციას, ცდილობდა გამოეყენებინა რეჟიმი დნესტრისპირეთის რეგიონში, მაგრამ ქვეყანამ მიიღო ყველა ზომა ამ მცდელობების დასაძლევად.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთი ცდილობდა კიშინიოვში წესრიგისა და ძალაუფლების დესტაბილიზაციას, ყოველ ჯერზე ცდილობდა გამოეყენებინა რეჟიმი დნესტრისპირეთის რეგიონში. ჩვენ ვაცნობიერებთ ამ რისკებს და ვიღებთ ყველა ზომას ამ დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ მოქალაქეებთან გვაქვს კომუნიკაცია ამ რიკსებთან დაკავშირებით, როგორც შარშან, როცა რუსეთის განზრახვა იყო ხელისუფლების დამხობა. მოქალაქეებთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად ვცდილობთ დავიცვათ თავი ამ რისკებისგან, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო, ჯერ კიდევ არის მოწყვლადობა", - განაცხადა მაია სანდუმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×