რეზონანსი
14.01.2024

გასული წლის 11 თვეში რკინიგზით ტვირთბრუნვამ 1,235 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 179 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში რკინიგზით ვაჭრობამ 1,414 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ამასთან, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში რკინიგზით გადაზიდული 1,235 მლრდ აშშ დოლარის ტვირთებიდან, 1,051 მლრდ აშშ დოლარი იმპორტზე, ხოლო 183,758 მლნ აშშ დოლარი ექსპორტზე მოდის.

საქსტატის მონაცემებით, გასული წლის 11 თვეში, იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერია რუსეთი, რომელთანაც ტვირთბრუნვის მოცულობამ 742,426 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, შემდეგია აზერბაიჯანი - 107,145 მლნ აშშ დოლარით და სომხეთი - 81,257 მლნ აშშ დოლარით.

რაც შეეხება ექსპორტს, ამავე საანგარიშო პერიოდში, საქართველოდან ყველაზე მეტი, 30,043 მლნ აშშ დოლარის ტვირთი გაიგზავნა აზერბაიჯანში, 12,350 მლნ აშშ დოლარის სომხეთში, ხოლო10,175 მლნ აშშ დოლარის - ბულგარეთში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×