რეზონანსი
14.01.2024

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე, რომელმაც სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს საღებავი შეასხა, სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

დიდი მადლობა ყველას ზრუნვისთვის და შეთავაზებებისთვის, უბრალოდ გუშინდლიდან ვფიქრობ და რაც ზუსტად გადავწყვიტე, კატეგორიულად არ ვაპირებ ჩემი ქვეყნიდან გაქცევას, მითუმეტეს, არაფერი არასწორი არ გამიკეთებია და "შეურაჯღობა" არა რწმენას, არამედ ტირანს მივაყენე და არაერთი მორემუნე მიხდის ამაზე მადლობას.

სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემ საქციელზე და არაფერს ვნანობ, იგივეს ვიზამდი.

დროა სტალინის მსხვერპლთა მემორიალზე და კონკორდატის გაუქმებაზე ვიფიქროთ (ეს 2 რომ ერთად არ გამოდის, ამას, ალბათ მიხვდით) ჭავჭავაძის სახლმუზეუმს კითხეთ, სტალინის პორტრეტი რომ აქვთ, ზეთი/ტილო და ილია მეორის იქ ჩასვლისას რომ უკიდებდნენ ხოლმე. ამიტომ იმაშიც ეჭვი მეპარება, მატრონას ხატზე სტალინი წაშალონ.

დანარჩენი - ვნახოთ, რა და როგორ იქნება, აქ ვარ - წერს ნატა ფერაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×