
სახელმწიფო გორის მუნიციპალიტეტში აშენებულ თაფლის გადამამუშავებელ ქარხანას ყიდის - საწარმოს საწყისი ფასი თითქმის 2 მილიონი ლარია. შენობასთან ერთად იყიდება აღჭურვილობაც, რომლის დიდი ნაწილის შესყიდვა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ დააფინანსა.
იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი არ გამოჩნდება, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მოუწევს ფასის დაკლება და აუქციონის ხელახლა გამოცხადება.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კითხვით ნიშნებს აჩენს. მათი თქმით, მმართველ პარტიას ქარხნის გადაცემა, რომელიმე მაღალჩინოსნისთვის სიმბოლურ ფასად სურს.
ცნობისთვის, თაფლის გადამამუშავებელი საწარმო სოფელ ბერბუკში 2018 წელს აშენდა. სოფლის განვითარების სააგენტოში ამბობდნენ, რომ ის დღიურად 2 ტონა თაფლს გადაამუშავებდა