რეზონანსი
14.01.2024

უამინდობა კახეთის რეგიონში - ინტენსიური თოვის გამო, შეფერხებით მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი თელავში. მთელი ღამის განმავლობაში წმენდნენ გზებს. დაიყარა ტექნიკური მარილი.

გომბორი-თბილისის საავტომობილო გზაზე განსაკუთრებული შეზღუდვები არ მოქმედებს, თუმცა შუამთის მონაკვეთზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც მძღოლებს უამინდობასა და მოსალოდნელ საფრთხეებზე აფრთხილებს. ასევე, საპატრულო პოლიცია მძღოლებს აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ სეზონისთვის შესაბამისი საბურავებით.

"ნალექი თოვლის სახით, მნიშვნელოვანი რაოდენობით, კახეთის 8 მუნიციპალიტეტიდან მოვიდა, ძირითადად, თელავის მუნიციპალიტეტში. რაც შეეხება სამუშაოებს - ინტენსიურად მიმდინარეობს ცენტრალური გზების გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე. რაც შეეხება შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზას, კერძოდ, თელავი-ვაზიანი-გომბორის მონაკვეთს - მოძრაობა შესაძლებელია ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის სეზონის შესაბამისი საბურავების ქონის შემთხვევაში,"- აცხადებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული პირველი მოადგილე პლატონ კალმახელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×