რეზონანსი
14.01.2024

შვედეთის თავდაცვის მასალების ადმინისტრაციამ საბრძოლო მასალის მწარმოებელ კომპანია Nammo-სთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიზანი 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდა და მათი მიწოდების უსაფრთხოების გაძლიერებაა.

„ჩვენ ახლა მნიშვნელოვან შემდგომ ნაბიჯს ვდგამთ. ეს შეამცირებს მიწოდების დროს, გაზრდის ჩვენს შესაძლებლობას, მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინას და ამავდროულად გააძლიერებს საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდების უსაფრთხოებას შვედეთსა და სკანდინავიის რეგიონში გრძელვადიან პერსპექტივაში", - აცხადებენ შვედეთის თავდაცვის მასალების ადმინისტრაციაში.

ცნობილია, რომ დაგეგმილ ინვესტიციებს ნაწილობრივ თავად შვედეთი აფინანსებს, ნაწილობრივ კი ევროკავშირი.

მათი განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდისა და უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. სამუშაოები სკანდინავიური თავდაცვის თანამშრომლობის NORDEFCO ფარგლებში მიმდინარეობს და მას შვედეთის თავდაცვის მასალების ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×