რეზონანსი
13.01.2024

„ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ისრაელი გამარჯვების გზაზეა, კომპრომისზე არ წავალთ! - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“რაც 7 ოქტომბერს მოხდა, აღარ განმეორდება… გამარჯვებისკენ გზაზე ვართ და არ გავჩერდებით, სანამ გამარჯვებას არ მივაღწევთ. კომპრომისზე არ წავალთ და არ გავჩერდებით!” - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისივე თქმით, „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ისრაელს “ვერავინ ვერ გააჩერებს.”

ნეთანიაჰუს განცხადებით, ბოლო შეხვედრის დროს მან აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს უთხრა, რომ “ეს არა მხოლოდ ჩვენი ომია, არამედ თქვენი ომიცაა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×