რეზონანსი
13.01.2024

გურიაში კალანდობის დღესასწაულს ზეიმობენ. სოფელ შემოქმედში სამზადისი უკვე დასრულდა. ტრადიციული რიტუალების ნაწილიც შესრულებულია. დამზადებულია საახალწლო კვერები და ღვეზელები.  გობები საახალწლო სანოვაგით არის დატვირთული, მორთულია ჩიჩილაკებიც. 

კალანდობას, როგორც წესი, ყველაზე დიდ ყურადღებას გურულები მეკველობის ტრადიციას აქცევენ. აქაც საკუთარი წესები აქვთ, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო. მსოფლიომ ახალი წელი ორი კვირის წინ იზეიმა. თუმცა გურულები ამ მხრივაც გამონაკლისები არიან და 2024-ის ათვლას დღეს საღამოდანაც დაიწყებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×