რეზონანსი
13.01.2024

გიორგი გახარია დაიმალა მას შემდეგ, როდესაც როგორც პრემიერ-მინისტრმა ყველაზე უფრო მძიმე ვითარებაში უღალატა ქვეყანას და სახელმწიფო ინტერესებს, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან" განაცხადა.

„ახლა, გახარიას ხან პრეზიდენტის არჩევნების მოთხოვნა და ასევე სხვა განცხადებები ემსახურება ერთ რამეს, რომ რამენაირად პოლიტიკის ზედაპირზე იტივტივოს. მის ტივტივში ხელის შეწყობას ჩვენ არ ვაპირებთ", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი გახარიას მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევა „ქართული ოცნების" თავმჯდომარისთვის აბსურდული განცხადებაა. ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას წარსულ საქმიანობას და 2021 წლის არჩევნებზე განცდილ მარცხს ახსენებს და ურჩევს, რომ დებატები ჯერ მოვალეებთან გამართოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×