რეზონანსი
13.01.2024

2024 წელს კვლავ გაგრძელდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 150 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის სუბსიდირება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიის სუბსიდირების საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განიხილეს.

როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა სხდომაზე აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის ბოლოს სემეკ-ის გადაწყვეტილებით საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი შემცირდა სამი თეთრით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სუბსიდია ძალაში რჩება.

მინისტრის თქმით, 2024 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სარეიტინგო ქულების მიხედვით, მოხმარებული ელექტროენერგია 12,5 თეთრამდე დაუფინანსდებათ. აღნიშნული შეღავათით 250 000-მდე ოჯახი ისარგებლებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×